“თუ გაწუხებთ შეურაცხყოფა, ნუ ბაქი-ბუქობთ, ამისათვის ყველა სუფრაზე დევს ალესილი ჩანგალი” – მოროშკინა

ჟურნალისტი, ლამი მოროშკინა:
“რვა წლიდან ეკრანზე ვარ და გადასარევად მესმის რას ნიშნავს ჯერ ცნობადობა,მერე კი თანმდევი ბულინგი.
ამ დროს ან აჩვევ ოჯახს,
შვილებს,
საყვარელ ადამიანს,
რომ ეს საზოგადოების დაბოღმილი და არშემდგარი ნაწილის კომლექსების ნთხევაა და მათზე ყურადღების გამახვილება,
სრული უგუნურობაა!!
სხვა შემთხვევაში
გინდა თუ არ გინდა ებმები უაზრო ფერხულში და დასაკლავი საქონელივით მიყვები ველური ბრბოს ყიჟინას,
კარგავ ინდივიდუალურობას და ცოტა ხანში ამ ბრბოს ნაწილი ხდები.
გამოსავალი არსებობს!
ჩემთვის დიდი ხანია ადამიანები,რომლებიც ჩემს გაბრაზებას ცდილობენ, უბრალოდ გამჭვირვალეები ხდებიან.
მე მათ ვერ ვხედავ,
ვერ ვამჩნევ,
არ მესმის…
იგნორი გენიალური გამოგონებაა.
თუ არ შეგიძლია იგნორი,
შენი ვარსკვლავი ძალიან მალე ჩაესვენება.
ენდეთ გამოცდილებას.
თუ გაუსაძლისად გაწუხებთ შეურაცხყოფა, ნუ ბაქი-ბუქობთ, ამისათვის ყველა სუფრაზე დევს ალესილი ჩანგალი.”

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო