თურქეთი შავ ზღვაში არ შეუშვებს ორ გამნაღმველ გემს, რომლებიც უკრაინას ბრიტანეთმა გადასცა

2 იანვარს თურქეთმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ ორ გამნაღმველ გემს თავის წყლებში გავლის საშუალებას არ მისცემს. თურქეთის თქმით, აღნიშნული გემების შავ ზღვაში შეშვება დაარღვევს საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც ომის პერიოდში სრუტეებში გავლას ეხება.
თურქეთის თქმით, ზემოხსენებული ორი სამხედრო გემი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით მანამ ვერ ისარგებლებს, სანამ ში ომი მიმდინარეობს.
“შესაბამის მოკავშირეებს წესისამებრ ვაცნობეთ, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისთვის გადაცემულ გამნაღმველ გემებს თურქული სრუტეების გავლით შავ ზღვაში შესვლის ნებართვა ომის დამთავრებამდე არ ექნებათ”. – წერია პრეზიდენტი ს კომუნიკაციების სამმართველოს მიერ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გავრცელებულ განცხადებაში.
გაერთიანებულმა სამეფომ 11 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის სამეფო ფლოტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორ გამნაღმველ გემს გადასცემს, რათა შავ ზღვაში ს წინააღმდეგ უკრაინის საზღვაო ოპერაციების შესაძლებლობები გაუმჯობესდეს.
2022 წელს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ თურქეთმა 1936 წლის მონტროს კონვენცია აამოქმედა, რომელიც საშუალებას აძლევს მას, ომის დროს დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში სამხედრო ხომალდების გადაადგილება შეზღუდოს.