თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი უცვლელად 50%-ზე დატოვა

თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის (CBT) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (MPC) საპროცენტო განაკვეთი უცვლელი 50%.-ის დონეზე დატოვა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ საბაზო თვიური ინფლაციის ტენდენცია მარტში მოსალოდნელზე მაღალი იყო, მიუხედავად მიმდინარე შესუსტებისა. მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო საქონლის ფასებმა და ოქროს იმპორტმა ხელი შეუწყო მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას, სხვა ბოლო ინდიკატორები მიუთითებენ, რომ შიდა მოთხოვნა კვლავ სტაბილურია.
ინფორმაციის თანახმად ინფლაციურ ზეწოლას ხელს უწყობს მომსახურების სფეროში ინფლაციის მაღალი დონე და სიხისტე, ინფლაცუყრი მოლოდინები, გეოპოლიტიკური რისკები და სურსათის ფასები.
განცხადების მიხედვით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება მანამ, სანამ არ მიიღწევა ძირითადი თვიური ინფლაციის ტენდენციის მნიშვნელოვანი და მდგრადი კლება, ხოლო ინფლაციური მოლოდინები არ გადავა საპროგნოზო დიაპაზონში და ხაზგასმულია, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება, თუ ინფლაცია მნიშვნელოვნად და მუდმივი გაუარესდება.

ასევე დაგაინტერესებთ