თურქეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი – არ არის გამორიცხული, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართოს

არ არის გამორიცხული, რომ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართოს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ონჯუ კეჩელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართოს, ონჯუ კეჩელიმ უპასუხა: „შესაძლოა, ამას ველოდოთ“.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარასკევს სტამბოლში დაგეგმილია რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრები და ასევე მოლაპარაკებები აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან