თუკი მეგობრები გვეტყვიან, ქართულად აღარ ილაპარაკოთ, ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ? – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ დღეს 11 აპრილს პარლამენტში მედიასთან საუბარში შეაფასა -ის ელჩის ს კომენტარი, რომელიც „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირებას შეეხებოდა. დანიგანმა თქვა, რომ იმ კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს, ოკუპანტი კი მიესალმება, ქართველებმა თავს უნდა ჰკითხონ, “არის თუ არა ის კარგი რამ მათი ქვეყნისთვის”.
მამუკა მდინარაძემ, როგორც თავად თქვა, “უტრირებითა” და “ოდნავი დრამატიზებით” შემდეგი შედარება გააკეთა:
„ქართულად ხომ ვლაპარაკობთ ჩვენ? და ხომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად ვიდრე ვიარსებებთ, სამყარო სანამ იარსებებს? მე მგონია რომ ქართულად უნდა ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ დრამატიზირებისა და უტრირებისთვის დიდი ბოდიში. თუკი ჩვენ მეგობრები გვეტყვიან, რომ მოდი თქვენ ქართულად აღარ ილაპარაკოთ და რუსები იტყვიან კარგია ესენი ქართულად რომ ლაპარაკობენ, ჩვენ ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ თუ უნდა გავაგრძელოთ?!“.
მამუკა მდინარაძის ამგვარ დაშვებას, როგორც თავად უწოდებს „ხვალ რომ ასეთი კონფიგურაცია დალაგდეს” – სოციალურ ქსელში შეფასებები მოჰყვა:
· “ვინ კრძალავდა ქართულ ენას ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში? ვის ჰქონდა მცდელობა გაგანია კომუნისტების დროს სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთვა ქართულისთვის? ამერიკას და ევროპას?”
· “პირიქით კი იყო. კრძალავდა ქართულად წერა-კითხვას და განათლებას. მაშინაც ახალგაზრდობამ იმარჯვა.”
· “ჯერჯერობით ერთადერთი, ვინც გითხრა ქართულად აღარ ილაპარაკოო რუსეთი იყო ისტორიაში”, – წერენ მომხმარებლები სოციალურ ქსელ ფეისბუკში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შედარებას აღშფოთებით გამოეხმაურა მწერალი .
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, სა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. აშშ და ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ოკუპირებულ აფხაზეთში 2021 წლიდან, გალის სკოლებშიც კი აკრძალულია ქართულ ენაზე სწავლა.
1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საპროტესტო გამოსვლამ ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში გამქრალიყო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
სახელშეცვლილი, თუმცა შინაარსობრივად უცვლელი კანონპროექტის წარდგენას საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა უკვე მოჰყვა. კანონპროექტში ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ იცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.
ევროკავშირის ელჩი საქართველო, ამბობს, რომ “ეს კანონპროექტი, როგორიც ის ახლაა, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით დღევანდელ კონტექსტში, ევროკომისიას ძალიან გაუჭირდება კანონის მიღებაზე დადებითი შეფასების გაკეთება”.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება “საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა…”
ევროკავშირი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, დააბრუნოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“. „მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“.
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. გაერო საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. ცნობილია, რომ “აგენტების კანონს”, მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
9 აპრილს თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე – პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე – „თავისუფლების მარში” გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს მმართველი პარტიის მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიციირება საქართველოს პარლამენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს