თუკი აშშ-სგან დახმარება არ იქნება, ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა მოგვიწევს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეერთებული შტატების დახმარების გარეშე, რუსეთთან ომში უკრაინულ ძალებს უკან დახევა მოუწევთ.
„თუკი არ იქნა მხარდაჭერა -სგან, ეს ნიშნავს, რომ არ გვექნება საჰაერო თავდაცვა, არ გვექნება „პატრიოტის“ რაკეტები, არ გვექნება 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები“, – უთხრა მან ამერიკულ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტს“ (The Washington Post) 29 მარტს.
„ეს ნიშნავს, რომ უკან წასვლა, უკან დახევა მოგვიწევს, ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა ნაბიჯებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ , თუკი დახმარებას ვერ მიიიღებს, იძულებული იქნება, „რესურსების პრიორიტეტიზაცია მოახდინოს“, რასაც უარყოფითი შედეგები ექნება:
„თუკი ყოველდღიურად 8000 ჭურვი გჭირდება ფრონტის ხაზის დასაცავად, მაგრამ გაქვს, ვთქვათ, მხოლოდ 2000, ნაკლები რამის გაკეთება შეგიძლია“, თქვა მან და დასძინა, რომ გამოსავალი, შესაძლოა, ფრონტის ხაზის შემოკლება იყოს.
„თუკი იგი [ფრონტის ხაზი] გატყდება, რუსები, შესაძლოა, დიდი ქალაქებისკენ წავიდნენ“, – განაცხადა მან.
თებერვლის ბოლოს გამოცემა Bloomberg-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები შეშფოთებული არიან, რომ ზაფხულის შეტევისთვის მნიშვნელოვანი იმპულსის მოპოვებას შეძლებს, თუ ს მოკავშირეები უკრაინის საბრძოლო მასალით მომარაგებას არ გაზრდიან.
შტატების დახმარება რამდენიმე კვირაა, შეფერხებულია.
კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.
თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.
კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას.
აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.
დაწერეთ კომენტარი