თინა ბოკუჩავა – შევთანხმდით იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებასა და გაფართოებაზე მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება

შევთანხმდით, იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებასა და გაფართოებაზე მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, მათ შორის სანქციები ივანიშვილის ოჯახის წევრებზე, ე.წ. ბიზნესებზე – მთლიანად რეპრესიული აპარატი და მისი ყველა ჭანჭიკი,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებაში მნიშვნელოვანი როლი ექნება.
„სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების ისევე, როგორც ს საერთაშორისო ძალისხმევა სასანქციო პოლიტიკის გაზრდაზე იყო ფოკუსირებული. ახლა შევთანხმდით, იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებასა და გაფართოებაზე მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, მათ შორის სანქციები ივანიშვილის ოჯახის წევრებზე, ე.წ. ბიზნესებზე – სინამდვილეში კი კორუმპირებულ ფინანსურ ელიტაზე, რომლითაც სულდგმულობს „რუსული რეჟიმი“.
ვფიქრობ, ჩართულობა ამ მიმართულებით, როგორც მთავარი მაკოორდინირებელი სასანქციო პოლიტიკის გაღრმავების იქნება მნიშვნელოვანი. იქნება ერთიანი სია, სადაც სა და მისი ოჯახის გარდა იქნებიან, ე.წ. ხელშემწყობები, რომელშიც მოიაზრება მათ შორის კორუმპირებული ფინანსური ელიტა და მოძალადეები, რომლებიც დემონსტრანტებზე ძალადობენ და ცრუ მოწმეები, ე.წ ფსევდო მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. მთლიანად რეპრესიული აპარატი და მისი ყველა ჭანჭიკი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა