თინა ბოკუჩავა – როცა მოქალაქეთა კრიტიკული მასა მოითხოვს პოლიტიკური ნიშნით დევნილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეთა ამ მოთხოვნას შეისმენს

როცა მოქალაქეთა კრიტიკული მასა მოითხოვს პოლიტიკური ნიშნით დევნილი მესამე პრეზიდენტის, ს გათავისუფლებას, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, შეისმენს მოქალაქეთა ამ მოთხოვნას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, მოქალაქეთა ხელმოწერებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პეტიციას წარუდგენენ.
მისი თქმით, ეს არის ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესში.
„საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირი წესით აირჩა, დარწმუნებული ვარ, თავს გრძნობს ანგარიშვალდებულად საქართველოს მოქალაქეების წინაშე. როცა მოქალაქეთა კრიტიკული მასა მოითხოვს პოლიტიკური ნიშნით დევნილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეისმენს მოქალაქეთა ამ მოთხოვნას და გააკეთებს იმას, რაც არის არაერთი ადამიანის, ოჯახის ან პოლიტიკური პარტიის ინტერესში, არამედ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესში”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად შეიძლება პრეზიდენტმა დანიშნოს და აღნიშნა, რომ „შეწყალების კომისიის შედგენის პირობებში, მნიშვნელოვანია მას უხელმძღვანელოს ადამიანმა, რომელიც დღეს არ არის ივანიშვილის პარტიასთან ასოცირებული და მისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ იმყოფება“.
„კითხვის ნიშნები არსებობდა 2012 წელს, პარლამენტის მიერ ერთი, მოსმენით დადგენილების წესით მიღებულ სიასთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წელსაც დავსვი და დღესაც ვსვამ. თუმცა, „ოცნებისგან“ რატომღაც არ მახსოვს არც ერთი კითხვის ნიშანი ამ სიაზე. ახლა ამ სიის გახსენება და მისი, ინიციატორის დადანაშაულება არის ორმაგი სტანდარტი და მეტყველებს რამდენად პოლიტიკურად მოტივირებულია „ოცნება“, რომელიც თავს ესხმის განსხვავებულ და კრიტიკულ აზრს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის წერილზე – გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არანაირი საფრთხე რომელიმე ორგანიზაციას არ ემუქრება, როგორიც რუსულ ან სხვა ხისტ კანონებშია, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს გააჩნია