თინა ბოკუჩავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე – ივანიშვილი ბაძავს პუტინს- დაატყვევა მთავარი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი და მის მიმართ ახორციელებს ღირსების შემლახველ მოპყრობას – საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება!

ივანიშვილი ბაძავს პუტინს- დაატყვევა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი – პრეზიდენტი – შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით და მის მიმართ ახორციელებს არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას. ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, საფრთხე ემუქრება საქართველოში დემოკრატიას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საფრთხის ქვეშაა საქართველოში დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
„დღეს თქვენ წინაშე ვსაუბრობ ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენი კოლექტიური მოვალეობის გაცნობიერებით, რომ დავიცვათ საერთო ღირებულებები – დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
სწორედ ამ ღირებულებებს ემუქრება საფრთხე საქართველოში, სადაც რუსი მილიარდერის ს ოლიგარქიული მმართველობაა დამყარებული.
სახელმწიფო ინსტიტუტები და ეკონომიკა დაიმორჩილა და დაუქვემდებარა მმართველი ელიტის ინტერესებს, მზარდი კორუფციით და რუსეთზე გაზრდილი დამოკიდებულებით. ბაძავს პუტინს- დაატყვევა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით და მის მიმართ ახორციელებს არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას.
ს მკვლელობამ, რომელიც პუტინმა პრეზიდენტ სააკაშვილს შეადარა, მართლაც შოკში ჩააგდო მსოფლიო. მაგრამ როგორც თავად ნავალნიმ გაგვაფრთხილა, ბოროტება იმარჯვებს მაშინ, როდესაც კარგი ადამიანები არაფერს აკეთებენ. მაშასადამე, ჩვენი მოვალეობაა ვიმოქმედოთ. თვალის დახუჭვის მაგივრად, უნდა დავუპირისპირდეთ ავტორიტარულ ტენდენციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებებს და ჩვენი რეგიონის მშვიდობას.
ხვალ სრულდება ორი წელი ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. სანამ პუტინი აწარმოებს სასტიკ ომს უკრაინაში, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია ასევე გრძელდება. უფრო მეტიც, პუტინის დეკლარირებული გეგმა შავ ზღვაზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგალური საზღვაო ბაზის აშენების შესახებ, კიდევ ერთი საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს გლობალური მოძალადე არ გაჩერდება, თუ მას არ შეაჩერებს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება და ერთიანი ქმედება“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
მან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოში ოქტომბრის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიისთვის მხარდაჭერის გაზრდა სთხოვა.
„პატივცემულო ასამბლეის წევრებო, გთხოვთ, გაზარდოთ მხარდაჭერა მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიისთვის, სადაც გადაწყდება ჩვენი ერის ბედი და ჩვენი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის კურსი.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს