თინათინ ბარათაშვილი ნასაში (Goddard Space Flight Center) იმყოფებოდა

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული, თინათინ ბარათაშვილი, სამუშაო ვიზიტით ნასაში (Goddard Space Flight Center) იმყოფებოდა. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თინათინი ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის მკვლევარია და კოსმოსურ ამინდზე, მზის ქარსა და კორონალური მასის ამოფრქვევებზე მუშაობს. ნასას მიერ შექმნილ მზის ქარის ვალიდაციის პლატფორმას (CCMC) ყოველდღიურად ასობით მკვლევარი იყენებს.
„თინათინი ნასაში იმყოფებოდა მის მიერ შემუშავებული მოდელის — იკარუსის — CCMC-ის პლატფორმაზე ინტეგრაციის მიზნით. მოდელის სისტემაში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია როგორც მისი პოპულარიზაციისთვის, ისე გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ფართო გამოყენებისთვის. თანამშრომლობა ვიზიტის შემდეგაც გრძელდება და მოდელის ინტეგრაცია წარმატებით მიმდინარეობს.
კოსმოსური ამინდის ფიზიკა სწრაფად განვითარებადი და აქტიური სამეცნიერო დარგია.
თინათინმა ლექცია ჩაუტარა თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტებს და მათ მზის ქარისა და კოსმოსური ამინდის მოდელირების საკითხებზე ესაუბრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)