თითქმის 500 დღიანი პაუზის შემდეგ, კონგრესმა უკრაინის მხარდამჭერი პაკეტი 311 ხმით დაამტკიცა

ხანგრძლივი დებატებისა და შეფერხების შემდეგ, -ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის $61 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 311-მა წევრმა 112-ის წინააღმდეგ.
როგორც CNN იუწყება, წარმომადგენელთა პალატის წევრებმა კენჭისყრის შემდეგ დარბაზში უკრაინის დროშა გაშალეს.
აღნიშნული თანხები მოხმარდება, მათ შორის, უკრაინისთვის თანამედროვე სამხედრო შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას, ასევე პარტნიორების დაფინანსებას, რომლებიც ს იარაღს აწვდიან.
თანხები შემდეგნაირად განაწილდება: $27 მილიარდი – პირდაპირი სამხედრო დახმარება; $23 მილიარდი – ამერიკის სამხედრო არსენალების შევსება; $7.8 მილიარდი – პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება; $1.8 მილიარდი – ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებისთვის