ტაჯიკეთის ავიახაზებმა Somon Air-მა თბილისის აეროპორტში ოპერირება დაიწყო

ტაჯიკეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Somon Air -მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარულ რეისი შეასრულა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიარეისები დუშანბე – თბილისის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება. ავიაკომპანია ფრენებს B737-800 და B737-900 ტიპის ბორტებით შეასრულებს.
Somon Air-ი რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 25 ქვეყანაში ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ