თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე – სამთავრობო ცვლილებაზე

თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე – სამთავრობო ცვლილებაზე
თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე, – ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხავს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.
„რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, მათ შორის, ეს ეხება ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასევე, კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს. რაც შეეხება ახალ კადრებს, ამასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე გავაკეთებ განცხადებას. თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე. ჯერჯერობით მე არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის მინისტრობა არ შემითავაზებია, არცერთი პრეცედენტი ამის არ ყოფილა. ჯერჯერობით გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს და როგორც კი ჩამოვყალიბდებით გარკვეულ პოზიციაზე, ამის შემდეგ, დავიწყებთ შეთავაზებას“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, ყველა მინისტრი მუშაობს ეფექტიანად, შესაბამისად ისინი გააგრძელებენ მუშაოობას.
Previous: ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასთანაც მას უწევდა გამკლავება მინისტრობის პერიოდში, უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა აზარაშვილის მიერ, როდესაც ის ჯანდაცვის მინისტრი იყო

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს