თიბისი და საქართველოს ბანკი 5 მილიონ ლარს გამოყოფენ აქციებზე დაზარალებულთა დასახმარებლად

“ და „“ აცხადებენ, რომ ხუთ მილიონ ლარს გამოყოფენ პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებზე დაზარალებულთა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.
ქვეყნის უდიდესი ბანკები 19 დეკემბერს ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერენ:
„ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი და საქართველოს ბანკი ერთობლივად 5,000,000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება დაზარალებული მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად“.
მათი განცხადებით, ფინანსური რესურსი
· „მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად;
· ასევე, ფონდებში, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას, დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ, ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ“.
პრესრელიზის თანახმად ბანკების მიერ გამოყოფილი თანხის ერთი ნაწილი – 2,5 მლნ ლარი – გადანაწილედება შემდეგ ფონდებში:
· #ერთმანეთისთვის
· სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia
· თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
ხოლო თანხის მეორე ნაწილი – ასევე 2.5 მილიონი ლარი – მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით, მათ შორის Mymarket.ge, Glovo, tkt.ge და სხვები.
კერძოდ, ბანკების თანახმად, ინიციატივები ასეთია:
TBC და mymarket.ge