„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ, რომელიც დაზარალებული მოქალაქეების, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად იქნება მიმართული, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
„ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება დაზარალებული მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
