თვითმხილველთა თქმით, ისრაელის ძალებმა კიდევ ოთხი საკვების მაძიებელი პალესტინელი მოკლეს

ისრაელის ძალებმა მოკლეს ოთხი პალესტინელი, რომლებსაც 24 აგვისტოს საკვების მისაღებად მოუწიათ ჩასვლა ქალაქ ღაზის სამხრეთით მდებარე სამხედრო ზონაში – იუწყებიან საავადმყოფოს თანამშრომლები და თვითმხილველები, ამ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო ასოშიეიტედ პრესი (AP).
ქალაქ ღაზის მოსახლეობა შიმშილობს 22 თვის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად. ასეთ ფონზე, ს არმია წინ მიიწევს გეგმით, რომელიც ქალაქის დაკავებას ითვალისწინებს, შესაძლოა რამდენიმე დღეში. ისრაელის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ქალაქი, რომელშიც ასი ათასობით ადამიანი ცხოვრობს, შესაძლოა განადგურდეს.
როგორც ალ-ავდას საავადმყოფოს თანამშრომლებმა და ორმა თვითმხილველმა სააგენტოს უთხრეს, პალესტინელები დაიღუპნენ, როცა არმიამ ცეცხლის გაუხსნა ხალხის ჯგუფს, რომელიც მიიწევდა ისრაელის მხარდაჭერით მოქმედი -ის კონტრაქტორი კომპანიის, “ღაზის ჰუმანიტარული ფონდის” (GHF) ობიექტისკენ. ხალხი გადაადგილდებოდა ნეტზარიმის დერეფნით, რომელსაც ამ დახმარების გამცემი ობიექტისგან ასობით მეტრი აშორებს.
ერთ-ერთი თვითმხილველის, ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრები მოჰამედ აბედის თქმით, ცეცხლი ხალხს განურჩევლად გაუხსნეს.
როგორც აბედმა და კიდევ ერთმა პალესტინელმა, აიმედ საივადმა სააგენტოს უთხრეს, არმიამ ცეცხლი გახსნა მაშინ, როცა ხალხი საკვების გამცემი ობიექტისკენ დაიძრა, ამ ობიექტის გახსნის გამოცხადებულ დროზე ადრე.
“ინციდენტი არ მომხდარა ჩვენს ობიექტთან, და არც ისე, როგორც აღწერილია” – აცნობა GHF-მა სააგენტო ასოშიეიტედ პრესს იმეილით.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ 24 აგვისტოს განაცხადა, რომ საკვების ნაკლებობით კიდევ რვა ადამიანია დაღუპული, მათ შორის ერთი ბავშვი. საერთო ჯამში, ომის პერიოდში საკვების ნაკლებობით დაღუპულთა რიცხვი 289-ს აღწევს, მათგან 115 ბავშვია.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის განმავლობაში მთლიანობაში დაღუპულია სულ მცირე 62,686 პალესტინელი – ეს მონაცემი მოიცავს იმ პირებსაც, რომლებიც დაიკარგნენ და რომლებიც გარდაცვლილებად გამოაცხადა სამინისტროს საგანგებო იურიდიულმა კომიტეტმა. 2000-ზე მეტი პალესტინელი მოკლეს და 13 500-ზე მეტი დაჭრეს მაშინ, როცა ისინი ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ცდილობდნენ.
სამინისტრო არ აკონკრეტებს მოკლულთაგან რამდენია მებრძოლი და რამდენი სამოქალაქო პირი, თუმცა ამბობს, რომ დაღუპულთა დაახლოებით ნახევარს ქალები და ბავშვები შეადგენენ. AP-ის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროში მედიკოსები მუშაობენ, თავად უწყება არის ნაწილი აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობისა ღაზაში. გაერო და დამოუკიდებელი ექსპერტები სამინისტროს მიიჩნევენ ყველაზე სანდო წყაროდ ომის მსხვერპლთა აღრიცხვის პროცესში. ისრაელი სამინისტროს მონაცემებს არ ეთანხმება – თუმცა თავად თავისი მონაცემი არ გაუვრცელებია.
ღაზის სექტორზე ისრაელის შეტევას წინ უძღოდა გასული წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ მოწყობილი თავდასხმა ისრაელზე, რომლის შემდეგადაც დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი, მძევლად აიყვანეს 253 პირი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ