თვალწინ მიტრიალებს ძეგვის ბირჟა, სადაც ჩვენი ცვილის ფიგურები ამომრჩეველთან შეხვედრაზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, ლგბტ-უფლებების მამოძრავებელ ფაქტორზე საუბრებენ

თვალწინ მიტრიალებს ძეგვის ბირჟა, სადაც ჩვენი ცვილის ფიგურები ამომრჩეველთან შეხვედრაზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, ლგბტ-უფლებების მამოძრავებელ ფაქტორზე საუბრებენ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი -ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უზრა ზეიას განცხადებას „ლგბტ უფლებები და ეროვნული უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმიანება.
მისი თმით, რადიკალურმა ოპოზიციამ უზრა ზეიას საქართველოში ჩამოსვლამდე სთხოვა, ისეთი საარჩევნო სლოგანი ჩამოეტანა მათთვის, რომელიც მათ ბარიერის გადალახვაში დაეხმარებოდა.
ასეთი სლოგანი კი „ლგბტ უფლებები და ეროვნული უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული“ აღმოჩნდა.
„ერთი-ორი მსგავსი განცხადება საქართველოში და მოქმედი ხელისუფლების რეიტინგს ოლენა ზელენსკაიას ახალი მანქანითაც ვერ დაეწევიან. ჩავუსხდეთ ახლა და ამ ქალბატონის მესიჯების გაპიარებას დაველოდოთ მისი აგენტების მიერ თავის საარჩევნო კამპანიაში. თვალწინ მიტრიალებს ძეგვის ბირჟა, სადაც ჩვენი ცვილის ფიგურები ამომრჩეველთან შეხვედრაზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, ლგბტ-უფლებების მამოძრავებელ ფაქტორზე საუბრებენ. ხოლო ქვეყნის ინტერესების მიზნით, “კოჭლაანთ ვეფხოს” ორიენტაციის შეცვლისაკენ, ხოლო “მთვარისა ბაბოს” – სქესის შეცვლის შესაძლებლობისაკენ უბიძგებენ. ამ ქალს წელიწადში ალბათ შვიდნიშნა ხელფასი აქვს, რომელსაც იმისთვის უხდიან, რომ უშგულში – ლგბტ-ს აბრევიატურიდან მოსახლეობას “გ”-ს პროპაგანდა, ხოლო მარნეულში – “ლ”-ს პროპაგანდა აწარმოოს. ამიტომ ვერ იძებნებიან მსოფლიოს IQ რეიტინგებში და ამიტომაც ცოცავენ ჩვენს პოლიტიკურ ფსკერზე მათ მიერ გამოზრდილი “პოლიტიკოსები”. რამე საარჩევნო სლოგანი ჩამოგვიტანეო, სთხოვეს, ბარიერი მაინც გადავლახოთო და ამან – “ეროვნულ უსაფრთხოებაში ლგბტ-ს როლის გაძლიერებას მიაწექითო,” – წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: ნატოს კომუნიკეში ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია – საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის – ალიანსისთვის მნიშვნელოვანია

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს