თეონა აქუბარდია ილია დარჩიაშვილს – როცა პროგრამაში ჩანაწერიც არ არის დეოკუპაციის ხედვის შემუშავებაზე, რასთან გვაქვს საქმე? – სადღეგრძელოს გვიწერთ პროგრამაში და გვპირდებით იმას, რისი შესრულების გზაც არ არსებობს, თუ როგორ არის საქმე?

როდესაც პროგრამაში ჩანაწერიც კი არ არის დეოკუპაციის ხედვის შემუშავებასთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე? – სადღეგრძელოს გვიწერთ პროგრამაში და გვპირდებით იმას, რისი შესრულების გზაც არ არსებობს, თუ როგორ არის საქმე? – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს კომიტეტის სხდომაზე.
დეპუტატი დაინტერესდა, საერთოდ აპირებს თუ არა ხელისუფლება დეოკუპაციის ხედვის შემუშავებაზე მუშაობას.
„თქვენ – მთავრობას, პარლამენტმა 2021 წლის რეზოლუციით, დაგავალათ დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა შეგემუშავებინათ. ეს იყო პრემიერ-მინისტრ პროგრამის ერთ-ერთ ხმამაღალი დაპირება, რაც ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, არ შესრულებულა. ირაკლი მაც ირაკლი ღარიბაშვილის დარად დაიწყო საუბარი დეოკუპაციაზე და რომ არ იყოს ეს კარგი სადღეგრძელო პროგრამაში, საერთოდ თუ აპირებთ მუშაობას დეოკუპაციის ხედვის შემუშავებაზე? არ გთხოვთ არჩევნების წელს, ახლა რომ ხედვა წარმოადგინოთ, მაგდენი გასაგებია, რომ არ უნდა მოგთხოვოთ, მაგრამ როდესაც პროგრამაში ჩანაწერიც კი არ არის დეოკუპაციის ხედვის შემუშავებასთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე? სადღეგრძელოს გვიწერთ პროგრამაში და გვპირდებით იმას, რისი შესრულების გზაც არ არსებობს, თუ როგორ არის საქმე?“ – მიმართა აქუბარდიამ დარჩიაშვილს.
მან ასევე მინისტრობის კანდიდატს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზეც დაუსვა კითხვები და აღნიშნა, რომ გაუგებარია, რატომ აღარ არის ნატო-ზე ლაპარაკი.
„თქვენ ნატო-ში გაწევრიანების წარმატებებზე ისაუბრეთ – ნეტავ წარმატებები გვქონოდა, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენელი ბატონი კოლომინა წარმატებებზე აქ არ საუბრობს საჯაროდ, ისევე როგორც, როდესაც სამიტზე არის საუბარი, პრემიერი არ იყო ვილნიუსის სამიტზე და არ ვიცით, ვაშინგტონის სამიტზე პრემიერი იქნება თუ არა.
თუ დაიწყო საერთოდ, რამე ლაპარაკი, რამე მოძრაობა მაინც ვაშინგტონის საიუბილეო სამიტზე, როგორ აპირებ საქართველო მოძრაობას, საერთოდ ვითხოვთ თუ არა რამეს, ან რას გვინდა რომ მივაღწიოთ, თუნდაც “მაპის” ჩანაწერის ამოღებას [თუ ვაპირებთ], ისე როგორც ს ეს აქვს. ამაზე მაინც მიმდინარეობს მუშაობა? საერთოდ რატომ აღარ არის ნატო-ზე ლაპარაკი ჩემთვის გაუგებარია,“ – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ