ევროკავშირი რუსეთს ევროპაში პარტიებისა და მედიის დაფინანსებას აუკრძალავს

ევროკავშირი გეგმავს აეკრძალოს რუსეთს ევროპაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსება.
ამის შესახებ EUobserver-ი წერს.
ასეთი შეზღუდვები გათვალისწინებულია სანქციების მე-14 პაკეტში, რომელიც გამოცემამ ნახა. პაკეტის მიღება 2024 წლის ივლისისთვის იგეგმება. დან დაფინანსების აკრძალვა დაიცავს ევროკავშირს „ბოროტი ჩარევისგან“, ნათქვამია დოკუმენტში.
ქვეყნებს შეეძლებათ გამონაკლისების დაშვება, მაგრამ მათ შესახებ ევროკომისიას უნდა აცნობონ. EUobserver-ის მიერ მოყვანილი – -ის დაზვერვის2 მონაცემებით, 2014 წლიდან 2022 წლამდე რუსეთმა დაახლოებით 280 მილიონი ევრო დახარჯა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე 24-ზე მეტ ქვეყანაში.
სანქციების ახალი პაკეტით აიკრძალება ევროკავშირის ნავსადგურების გავლით რუსეთის თხევადი გაზის მესამე ქვეყნებისთვის მიწოდება და შეჩერდება ში მოპარული ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობა.
გარდა ამისა, პაკეტი გაამკაცრებს არსებულ შეზღუდვებს რუსეთის ავიაციისა და მინერალების იმპორტის მიმართ და ასევე გააფართოებს იმ კომპანიების სიას, რომლებიც ეჭვმიტანილია სანქცირებული საქონლით ვაჭრობაში.
ევროკავშირი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ იღებს სანქციების პაკეტებს, რომლებიც ზღუდავს რუსეთთან ვაჭრობას და რუსული პოლიტიკური ელიტის საქმიანობას.

ასევე დაგაინტერესებთ