თეონა აქუბარდიას, სავარაუდოდ, მიხეილ ყაველაშვილმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, სავარაუდოდ, მიხეილ ყაველაშვილმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აქუბარდია სხდომაზე, სადაც პრემიერმა წლიური ანგარიში წარადგინა, კითხვის დასასმელად შევიდა.
მან პრემიერი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ თავადაა ანტიდასავლური დეზინფორმაციის მთავარი გამხმოვანებელი, რასაც მისი თქმით, ევროკავშირი ღიად ამბობს. დეპუტატმა თქვა, რომ “ოცნებამ” ჩაკეტა ევროკავშირისა და NATO-ს კარი და კრემლის ინტერესებს ატარებს.
კითხვის დასმის შემდეგ აქუბარდია დარბაზს ტოვებდა, რა დროსაც ყაველაშვილმა მიაძახა – “კარგად იყავი”, შემდეგ ისმის გინება “შენი დედაც მოვ**ან”, თუმცა კადრში არ ჩანს, კონკრეტულად რომელმა დეპუტატმა მიაყენა კოლეგას შეურაცხყოფა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს