თენგო თევზაძე – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან, დაამარცხებენ რეჟიმს და მოვიპოვებთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, თავისუფლებას პოლიტიკური პატიმრებისთვის

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან, დაამარცხებენ რეჟიმს და მოვიპოვებთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, თავისუფლებას პოლიტიკური პატიმრებისთვის – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა სტრასბურგში ბრიფინგზე.
თენგო თევზაძის თქმით, “ანტიქართულმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა” გადაწყვიტა, საქართველოს დაუკარგოს ისტორიული ფუნქცია და ევროპული მომავალი.
“მადლობა, ძვირფასო კოლეგებო. საქართველოში ხალხი 300 დღეზე მეტია ქუჩაში დგას. ყველა პროდასავლელი პოლიტიკური ლიდერი ციხეშია. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები პატიმრობაში არიან. , , ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ციხეში არიან. მანამდე დააკავეს, სანამ ბრალს წაუყენებდნენ. ანტიქართულმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, საქართველოს დააკარგვინოს თავისი ისტორიული ფუნქცია და ევროპული მომავალი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი კოლეგები დაგვეხმარებიან, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული შანსი. საქართველო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ჩვენ ყველანაირი წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ და ასევე გავხდეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ევროპისათვის, და მშვიდობის შენარჩუნებისათვის, რომელიც ასე გვჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან, დაამარცხებენ ამ რეჟიმს და ჩვენ მოვიპოვებთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, და თავისუფლებას პოლიტიკური პატიმრებისთვის” – განაცხადა თევზაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…