თენგიზ ნასარიძე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.
ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერებისგან მიეღოთ პრაქტიკული რჩევები და დასწრებოდნენ პანელურ დისკუსიებს.
„აგროტექნოლოგიების და აგროინოვაციების ფორუმი ფერმერებისა და დაინტერესებული მხარეებისათვის კარგი პლატფორმაა საჭირო ინფორმაციის მისაღებად. მისასალმებელია ღონისძიებაში ახალგაზრდების მონაწილეობა. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარებისთვის“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ.
მათივე ცნობით, ფორუმს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დირექტორი ლუიზა ნამიჩეიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ.
„ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის, აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების გამოფენა.
აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია