თელავში ელენე ახვლედიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, “ძველ ბაღში” ელენე ახვლედიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. პარალელურად გაიმართა კონკურსი – “თავისუფალი მხატვრობა”, რომელშიც მონაწილეობას სამხატვრო სკოლის მოსწავლეების გარდა, სხვა დაინტერესებული პირებიც იღებდნენ.
„სამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტები თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 500 ლარიანი საპრიზო ვაუჩერით დააჯილდოვა.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მისი მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდნენ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს