თეთრი სახლი – დემოკრატებმა მთავრობა დახურეს

თეთრი სახლი მთავრობის მუშაობის შეჩერებაში, ე.წ. „შათდაუნში“ „დემოკრატებს“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამერიკელები არ ეთანხმებიან „დემოკრატების“ ქმედებებს.
„დემოკრატებმა მთავრობა დახურეს. ამერიკელები არ ეთანხმებიან „დემოკრატების“ ქმედებებს“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობა დაიხურა მას შემდეგ, რაც სენატორები ვერ შეთანხმდნენ მომავალი ფისკალური წლის დაფინანსების კანონპროექტზე. ე.წ. „შათდაუნის“ გამო, სავარაუდოდ, ასობით ათასი ფედერალური თანამშრომელი ანაზღაურების გარეშე დარჩება და ბევრი სამთავრობო პროგრამა და მომსახურება შეჩერდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!