თეთრი სახლი – აშშ-ის მთავრობამ რუსეთს გაუზიარა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ – არანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა

-ის ვიცე-პრეზიდენტი და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭო აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის უკან დგას.
”არავითარი მტკიცებულება არ არსებობს – და სინამდვილეში, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ რეალურად, ყველა მონაცემით, მომხდარზე პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა“, – განაცხადა ჰარისმა ABC News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, მომხდარი ტერორისტული აქტია.
„რაც მოხდა არის ტერორისტული აქტი და დაღუპულთა რიცხვი აშკარად ტრაგედიაა და ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ სამძიმარი ამ ოჯახებს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამასთან, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ედრიენ უოტსონმაც განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება და არანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა.
“მარტის დასაწყისში აშშ-ის მთავრობამ რუსეთს გაუზიარა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ. ჩვენ ასევე გავუგზავნეთ საჯარო რჩევა რუსეთში მცხოვრებ ამერიკელებს 7 მარტს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-ს ეკისრება. არანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა”, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …