თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა, მძღოლი დაკავებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კომპლექსის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა, – ინფორმაციას Reuters-ი -ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ენტონი გულიელმის განცხადებით, მძღოლი დაკავებულია და ინციდენტის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, დეკემბერში, დელავერის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კორტეჟს ავტომობილი შეეჯახა. მძღოლს ბრალი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის წაუყენეს.