თეა წულუკიანი: მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში უკვე მერამდენე წელია – ბატონ ბიძინა ივანიშვილს

: მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში უკვე მერამდენე წელია – ბატონ ბიძინა ივანიშვილს
„მინდა ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ დღეს ჩემთვის არ არსებობს უფრო საპატიო მისია, ვიდრე თქვენთვის მადლობის თქმა გახლავთ. თქვენთვის, ვინც 2012 წლიდან და შემდგომ წლებში დადექით ამ პარტიის გვერდით და, შესაბამისად, იმ ღირებულებების აღსასრულებლად, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. მადლობა ამისთვის.” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
“მადლობა ჩვენს ახალ წევრებს და განსაკუთრებით ჩვენზე უმცროს გოგონებსა და ქალებს, ვინც დღეს აქ არიან და ვინც შემოგვყურებს იმედით. იცოდეთ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ცხოვრება რთულია, ამას ჩვენი ბებიებიც გვეუბნებოდნენ, და ქალის ცხოვრება კიდევ უფრო რთულია მაშინაც კი, როდესაც ხარ ბედნიერი. ვინც ჩვენზე უმცროსები ხართ, იცოდეთ, რომ ჩვენ აქ ვართ თქვენთვის და თუ რაიმე შეგვიძლია, თქვენს გვერდით გვიგულეთ.
ჩვენ ყველამ ერთად დიდი გზა გამოვიარეთ. დღეს კვლავ ბრძოლის რეჟიმში ვართ – ვიცავთ თავს, ვიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით. მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში უკვე მერამდენე წელია – ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენმდივანი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაზრდის პოლარიზაციას და დაპირისპირებას – უნდა მოვერიოთ ამბიციებს და ვთქვათ, რომ კანონი უკან გაიწვიონ