თეა წულუკიანის მიმართვა თაკო ჩარკვიანს: დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?

“და­მამ­შვი­დებ­ლის გა­რე­შე გა­მო­გიშ­ვეს დღეს სახ­ლი­დან?”, – ასე უპა­სუ­ხა კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, დე­პუ­ტატ თაკო ჩარ­კვი­ა­ნის რეპ­ლი­კას: “ტაში ამ­ხა­ნა­გე­ბო, ტაში“. ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა, კულ­ტუ­რის, სპორ­ტის და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ვი სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც ჯან­დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს უს­მე­ნენ.

თაკო ჩარ­კვი­ა­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი რეპ­ლი­კით პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის, რიმა ბე­რა­ძის სი­ტყვით გა­მოს­ვლას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც თეა წუ­ლუ­კი­ანს ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მუ­ზე­უ­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

“მე მად­ლო­ბა მინ­და გი­თხრათ იმი­სათ­ვის, რომ თქვენ იმ­თა­ვით­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რეთ მო­სახ­ლე­ო­ბის თხოვ­ნას და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ეს მუ­ზე­უ­მი მწყობ­რში ჩად­გე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ხე­ლით მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ. მინ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი გი­სურ­ვოთ იმ საქ­მე­ში, რო­მელ­საც ჩვენს ხალ­ზე და მათ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა ჰქვია“, – გა­ნა­ცხა­და რიმა ბე­რა­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ “კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის” დე­პუ­ტატს, თა­მარ ჩარ­კვი­ანს კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ზაზა ლო­მი­ნა­ძემ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.

მა­ნამ­დე ჩარ­კვი­ან­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატს, მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძეს შე­ა­წყვე­ტი­ნა, რის შემ­დე­გაც ჩარ­კვი­ანს დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს.

“უკვე მე­სა­მედ მო­გე­ცით შე­ნიშ­ვნა, ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ. გთხოვთ, და­ტო­ვოთ დარ­ბა­ზი. მგო­ნი, ეს გინ­დო­დათ თქვენც და და­ტო­ვეთ დარ­ბა­ზი! “, – მი­მარ­თა თავ­მჯდო­მა­რემ ჩარ­კვი­ანს.

პა­სუ­ხად თა­მარ ჩარ­კვი­ან­მა აღ­ნიშ­ნა – “ისე­დაც, წუ­ლუ­კი­ა­ნის მო­სას­მე­ნად ხომ არ დავ­რჩე­ბო­დი?!”

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს ჩემი პოლიტიკაში ჩართვის ეშინიათ. გარწმუნებთ, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, ან თუ მივიღებ საერთოდ, აუცილებლად ვიტყვი საჯაროდ