“თეატრი ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ” – ოზურგეთის თეატრის მსახიობი

მსახიობი, ირაკლი ურუშაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
მე ვმუშაობ ოზურგეთის დრამატულ თეატრში. ბ. ვასო ჩიგოგიძემ გუშინ დააფიქსირა თავისი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.რა თქმა უნდა ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება. მე როგორც ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი არ ვეთანხმები ბ. ვასო ჩიგოგიძეს ამ მოსაზრებაში და ვფიქრობ საიდანაც საშუალება გეძლევა მსახიობს თუ სხვა სფეროს წარმომადგენელს იქიდან უნდა დააფიქსირო შენი აზრი! თეატრი არ უნდა იყოს რომელიმე ერთი პოლიტიკური თუ პიროვნების საქმის გამტარი. ის ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი წინ ევროპისკენ
ცნობისთვის, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, მსახიობის სამოქალაქო და პოლიტიკურ პოზიციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსახიობის საქმე მხოლოდ თამაშია და მას თუ პოზიცია გააჩნია, ეს მასხრად ასაგდებია:
სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი. ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი და ჩვენც ვართ სამხატვრო ხელმძღვანელები და არ ვფიქრობთ, რომ „გამჭვირვალობა დაუშვებელია“. სასაცილოდაც კი ჟღერს ასეთი რამის თქმა დღეს. თანაც თქვენ ჩემზე უმცროსები ხართ და ჩემზე მეტი ხომ უნდა გესმოდეთ ამჟამინდელ მსოფლიოში რამხელა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. ნუ ავიგდებთ თავს მასხრად. ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედოთ, – წერს ჩიგოგიძე

ასევე დაგაინტერესებთ