“თეატრალურის” უცნაური განცხადება – “მხარს ვუჭერთ” დაპატიმრებული მსახიობებისთვის შეღავათებს

“თეატრალურის” უცნაური განცხადება – “მხარს ვუჭერთ” დაპატიმრებული მსახიობებისთვის შეღავათებს
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქციაზე დაზარალებულების შესახებ განცხადება გაავრცელა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სოლიდარობას უცხადებს აქციების დროს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ჩვენს კურსდამთავრებულებს – გიორგი მახარაძეს, თათა თავდიშვილს, გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი სირბილაშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, ავთო დიასამიძეს და სხვებს. მხარს ვუჭერთ დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით, მათ შორის მსახიობებზე – ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე“, – წერია განცხადებაში.
სოლიდარობის ტექსტის გამოსაქვეყნებლად თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე ერთი კვირაა იბრძვიან.
ტექსტში მაინც ვერ მოხვდა სიტყვა – ვითხოვთ, მაგალითად, ვითხოვთ, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას და უნივერსიტეტი წერს, რომ მხარს უჭერს მათთვის შეღავათების გავრცელებას.
ისევე, როგორც უნივერსიტეტმა არ დაგმო ძალადობა, წამება და ცემა ქუჩებში ადამიანების და დაზარალებულებს გამოუცხადა სოლიდარობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ქვეყანაში, გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, ასევე გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს

ირაკლი კობახიძე – სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები თითქმის ბოლომდეა მიყვანილი