თბილისში 6 560 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, თბილისში 6 560 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
კომპანიის ცნობით, გაზი არ მიეწოდება ვაზისუბნის, ვაკის, საბურთალოსა და წყნეთის მოსახლეობის ნაწილს.
როგორც თბილისი ენერჯიში ამბობენ, მიწოდება დღეს, ეტაპობრივად – 18:00 საათამდე აღდგება.