თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა – ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

თბილისში საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ახალი მრავალფუნქციური კლინიკა – ი. ჟორს სახელობის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა.
მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საბურთალოზე მდებარეობს და 100 საწოლითაა წარმოდგენილი, ჯანდაცვის სექტორისთვის მნიშვნელოვანი ახალი სტრატეგიული ობიექტი იქნება, კლინიკის ადგილმდებარეობა კი, მის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი „ვივო მედიქალ ჯგუფის“ ახალი წარმატებული პროექტია, რომლის დაგეგმარება და აღჭურვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელდა.
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საბურთალოს ტერიტორიაზე მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და სამშობიაროა. ის პაციენტებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია. მნიშვნელოვანია ის, რომ კლინიკა ინარჩუნებს მის მთავარ მიმართულებას – ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ამავდროულად, გააერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: ორსულთა მეთვალყურეობა, გინეკოლოგია, გინეკოლოგიური ქირურგია, უროლოგია, მამოლოგია , მეანობა -ნეონატოლოგია.
გარდა საერთაშორისო დონის ხარისხის სამედიცინო სერვისებისა, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ცნობილი დარგის სპეციალისტებითაც გამოირჩევა. ახალ სამედიცინო ცენტრს ქმნიან ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან: მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე,რეპროდუქტოლოგი ნანა ჯანელიძე, გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი, ზოგადი ქირურგი- მამოლოგი სოსო სანიკიძე, ქირურგი-გინეკოლოგი დავით ყარსიმაშვილი, უროლოგი გიორგი ხვადაგიანი და დარგის სხვა წამყვანი სპეციალისტები.
„ჩვენი სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტიანი მკურნალობის გარანტია. ამას არა მხოლოდ ქართველი პაციენტების მზარდი ინტერესი მოწმობს, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქე პაციენტების მაღალი მომართვაც. ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის მუდმივი განვითარება ჩვენი გუნდის პრიორიტეტია. შესაბამისად, ჩვენი ჩანაფიქრი დღეს უკვე რეალობად ვაქციეთ“,- განაცხადა „ვივო მედიქალ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა.
ჟორდანიას ბრენდს ჯანმრთელობის სფეროში განვითარების 66-წლიანი ისტორია აქვს – წარმატებული კლინიკის ისტორია იოსებ ჟორდანიას სახელს უკავშირდება. მასზე საუბარი გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო როგორც ადამიანზე, რომელიც უამრავ ადამიანს უანგაროდ ეხმარებოდა და დღემდე გრძელდება, როგორც მოწინავე კლინიკის ფუძემდებელზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრია, რომლის ისტორიაც 1958 წლიდან იწყება, როდესაც პროფესორმა იოსებ ჟორდანიამ ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი დააარსა.
კლინიკის არსებობის განმავლობაში სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, 2016 წლიდან კი, ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის VIVO Medical Group- ში გაერთიანების შემდეგ, კლინიკა სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ