თბილისში, რკინიგზაზე ავარიის შედეგად ორი პირი დაიღუპა

სარკინიგზო ლიანდაგზე ავარია მოხდა, რის შედეგადაც ორი პირია გარდაცვლილი. დან თბილისში მიმავალი მატარებელი 3 სექტემბერს, სავარაუდოდ, სამუშაო პლატფორმას დაეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა.
13:10 საათიდან მატარებელი ავარიულად არის გაჩერებული და მგზავრებს გარეთ გამოსვლის საშუალება ჯერ არ აქვთ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი თბილისში უკვე შემოსული იყო, დაახლოებით დიდუბის ტერიტორიაზე.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც მატარებელში მყოფი მგზავრები გვეუბნებიან, მათ დაჰპირდნენ, რომ დაახლოებით ნახევარ საათში ვაგონების დატოვების საშუალება მიეცემათ.
ნეტგაზეთი შემთხვევის შესახებ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.