თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილების ასაკი 25 წლამდეა, მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
ნეტგაზეთს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.