თბილისში “ალილოს” საზეიმო მსვლელობა სამების ტაძარში დასრულდა

ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში “ალილოს” საზეიმო მსვლელობა დასრულდა. შობის მახარობლები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ალილოს მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით, სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც შეგროვებული ნობათი და საჩუქრები მიიტანეს. მსვლელობის დასრულების შემდეგ კი ტაძარში, შობის პარაკლისი აღევლინა.
ალილოს მსვლელობისას მიღებული შემოწირულება ბავშვთა სახლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
ქრისტესშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, -ის ლოცვა-კურთხევით 2 000 წლიდან აღინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ