თბილისსა და პეკინს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაფართოება სხვადასხვა მიმართულებით – ქართული დელეგაცია ჩინეთში შეხევდრებს აგრძელებს

ნდობა თბილისსა და პეკინს შორის სტრატეგიული პარტნიორების სტატუსით უკვე არსებობს, ახლა მთავარია თანამშრომლობის გაფართოება, საუბრები ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს – მმართველი პარტიის დელეგაციას ჩინეთში ხელმძღვანელობს.
ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას – ჩინეთი საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველო კი, ერთიანი ჩინეთის პრინციპს. ასევე, ორივე ქვეყანა თანხმდება, რომ პეკინსა და თბილისს თანამშრომლობის გაფართოების დიდი პოტენციალი აქვთ. ამიტომ, თავისუფალი სივრცეების ასათვისებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები პეკინსა და შანხაიში იმართება. დელეგაცია უკვე შეხვდა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს, სუნ ხაიანს და სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს.
“ქართული ოცნების” დეპუტაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება.