თბილისი მოლთან მოქალაქეები იკრიბებიან – ნიღბიან პოლიციას ცოცხალი კედელი აქვს გაკეთებული

თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლთან” 2 თებერვალს 4 საათზე დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან – მოლისკენ მსვლელობის მოსაწყობად იკრიბებიან თავისუფალ უნივერსიტეტთანაც. ავტომაგისტრალთან დაგეგმილი აქციის გამო როგორც სავაჭრო ცენტრთან, ისე მოლთან მობილიზებულია ასეულობით პოლიციელი. მათ გზის სამანქანე ნაწილსა და ტროტუარს შორის ცოცხალი კედელი აქვთ გაკეთებული – პოლიციის უმეტესობა აქციაზე ნიღბებით არის წარმოდგენილი. ადგილზე შეინიშნება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც – მობილიზებულია როგორც დაკავების მანქანები, ასევე ევაკუატორები;
ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა. აქციის დაწყებამდე შსს-მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს