“თბილისი ენერჯი” – მესამე პირის დაუდევრობის გამო გაზგამანაწილებელ ქსელში წყალი მოხვდა, შედეგად 3800 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

მესამე პირის დაუდევრობის გამო გაზგამანაწილებელ ქსელში წყალი მოხვდა, შედეგად 3800 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
“გაცნობებთ, რომ მესამე პირმა დაუდევრობით გაზგამანაწილებელი ქსელი დააზიანა, რის გამოც გაზის ქსელში წყალი მოხვდა. შედეგად, 26 იანვრის 18:00 სთ-დან გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა დიღმის მას. 5 კვ-ში – კორპ. 17-ის მიმდ, 1, 1ა, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18 19, 20, 21, 22, 23, 24, 25ა, 25ბ, დიღმის მას. 6 კვ-ში – კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 22ბ, 22ა, 23, ევგენი მიქელაძის ნაკ 19/1, 4, 6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ევგენი მიქელაძის, აღმაშენებლის ხეივნის და მიმდებარედ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზმომარაგება სრულად 27 იანვრის 10:00 სთ-დან აღდგებადა.
“თბილისი ენერჯი” ბოდიშს გიხდით აბონენტებს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა