თბილისის ცნობით, 100-მდე აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნეს პროექტი დაფინანსდა

პარლამენტში გამოსვლისას, შერიგების სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განცხადა, რომ გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო/ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში ჯამურად, დაფინანსებული და მიმდინარე პროექტების რიცხვი 100-ს აღწევს.
“მშვიდობის ფონდის“ საქმიანობა, მოგეხსენებათ, 2020 წლის ბოლოს შემოსული 27 ბიზნეს განაცხადით დაიწყო და დღემდე გამოცხადებული 4 საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 350 განაცხადზე გავრცელდა; მათ შორის, წელს შემოსული კვალიფიციური განაცხადების რაოდენობა 129-ს შეადგენს”.
მისივე თქმით, წელს ცვლილებები განხორციელდა გრანტების შესახებ კანონში.
“და ამგვარად, ფონდს, ფიზიკური პირების დაფინანსების გარდა, საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტებზე გრანტის გაცემის უფლება მიენიჭა. აღნიშნული განვითარება, ასევე, შესაძლებელს გახდის, ეტაპობრივად, მცირე და საშუალო ზომის ერთობლივი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნეს პროექტების დაფინანსებას. მისასალმებელია, რომ, ფონდის წარმატებული საქმიანობის კვალდაკვალ, შვეიცარიამ და გაერთიანებულმა სამეფომ მნიშვნელოვნად გაზარდეს საგრანტო კუთხით გამოყოფილი დახმარება”, – აცხადებს ახვლედიანი.