თბილისის უბნები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 8 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის, წმინდა ნინოს, მარატ ნოზაძის, ლეო კერესელიძის, ალეკო გობრონიძის და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე დაგაინტერესებთ