როგორ ჩავატაროთ vOSCE (ვირტუალური ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა) Mooddle-ის პროგრამის გამოყენებით? – ამ თემაზე თსსუ-ის აკადემიურ პერსონალთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრები გამართა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორმა, ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩემ.
შეხვედრის პირველ დღეს, პროფესორმა არჩემ ისაუბრა ვირტუალური ოსკის დაგეგმვისა და მომზადების სპეციფიკაზე, ხოლო სამუშაო შეხვედრის მეორე დღე დაეთმო პრაქტიკულ საქმიანობას – როგორ უნდა დამუშავდეს ინდივიდუალური კლინიკური შემთხვევები და როგორ უნდა აიტვირტოს მონაცემები Moodle-ის პლატფორმაზე.
ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროფესორ არჩეს აქტიური თანამშრომლობისთვის. რექტორმა პროფესორ არჩეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადასცა.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს პროფესორ ვიქტორ არჩეს პროფესიული მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარებისთვის, ასევე სურვილი გამოთქვეს დისტანციურ ფორმატში ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.
სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც 2025 წლის 10–11 ნოემბერს მიმდინარეობდა, მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის, პედიატრიის, მეანობა-გინეკოლოგიისა და საბაზისო დეპარტამენტების წარმომადგენლები.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.




