თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს კიდევ რამდენიმე პირის პროცესი გაიმართა, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
თორნიკე ტიკარაძეს, რომელიც პოლიციამ 30 ოქტომბერს დააკავა, სახის დაფარვასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. ტიკარაძეს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო კახა ჯაფარიძე, რომელსაც შსს სახის დაფარვასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
კიდევ ერთ პირს, ვახტანგ ჯღარკავას მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შსს მასაც სახის დაფარვასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

 
				 
								
 
								

