თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საკუთარი განცხადებით თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა ლაშა ჯოხაძემ – ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. ის ამ თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
ლაშა ჯოხაძე აქტიურად მონაწილეობდა დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების შემზღუდავ ოპერაციებში, მათ შორის მათ დაკავებაში. ვინ შეცვლის მას ამ თანამდებობაზე, ჯერ უცნობია – -ს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ლაშა ჯოხაძე თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად 2020 წლის 27 აპრილს დაინიშნა – მაშინ ეს თანამდებობა ცალკე შტატად გამოიყო და მისი შეთავსება აღარ უწევდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს.
ჯოხაძე ამ თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის მინისტრობის დროს დაინიშნა. გომელაურის გადადგომის შემდეგ, შს მინისტრის პოსტს იკავებს გელა გელაძე, რომელმაც შეცვალა მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების ნაწილი.