თბილისის საკრებულო – ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, LED სანათები დამონტაჟდა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გარე განათების ბოძებზე მძლავრი ნათების მქონე ეკონომიური LED სანათები დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ლაბუჩიძემ, ამავე რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერეს.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 212 ერთეულ LED სანათს დაამონტაჟებენ.
„გაბრიელ სალოსის გამზირზე გარე განათება ორმოც წელზე მეტია არ შეცვლილა. თანამედროვე, ეკონომიური LED სანათებით სრულად განათდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები. გამზირზე გადაადგილება როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ავტომობილებისთვის უფრო უსაფრთხო გახდება“, – აღნიშნა კახაბერ ლაბუჩიძემ.
სამუშაო პროცესში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 70-მდე თანამშრომელი და ადგილზე მობილიზებულია 21 ერთეული სპეცმანქანა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო