თბილისის საკრებულოში, სადაც მერვე მოწვევის საკრებულომ თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობას თანხმობა უნდა გამოუცხადოს, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს უსმენენ.
კახა კალაძე მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ საუბრობს.
„მოგესალმებით მეგობრებო, უკვე მესამედ მაქვს პატივი, ვატარებდე თბილისელების დიდი ნაწილის მიერ არჩეული მერის სტატუსს, რაც ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის განვითარების ის პოლიტიკა, რასაც წლებია ვახორციელებთ, არის სწორი და უალტერნატივო.
გამარჯვება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მოვიპოვეთ, მხოლოდ ჩვენი გუნდის არ არის — ეს არის თქვენი გამარჯვება, თბილისელების გამარჯვება,
ადამიანების, რომელთაც გჯერათ თბილისის შესაძლებლობების და მისი მომავლის.
არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით გამოცხადებული ნდობისთვის, არ დაგზარდებით ვიყო თქვენ სამსახურში, რათა ყველა დაპირება, რაც საარჩევნო პროგრამის სახით გაგაცანით, ვაქციოთ რეალობად და წინგადადგმულ ნაბიჯად ჩვენი დედაქალაქისთვის”,- აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, მერვე მოწვევის საკრებულო თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობას თანხმობას მისცემს.
სხდომა, თბილისის საკრებულოში 14:00 საათზე დაიწყო.

 
				 
								
 
								

