თბილისის საკრებულოს სხდომას, სადაც კახა კალაძე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, არც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები დაესწრებიან

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც თბილისის მერი, ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.
ამის შესახებ ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თამარ ხვედელიანმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საკრებულოს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ სახელით გვსურს, გამოვეხმაუროთ საკრებულოს დღევანდელ სხდომას, რომელზეც მობრძანდება ქალაქის, მერი კალაძე და თბილისის მთავრობის წარმომადგენლები.
როგორც უკვე იცით, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრები 2024 წლის ივნისიდან, კერძოდ, ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებიდან, ვართ ბოიკოტის რეჟიმში.
სამწუხაროდ, მას მერე „ოცნების“ მავნებლურმა ქმედებებმა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს კრიზისსა და არაკონსტიტუციურ პროცესში შეიყვანეს – სისტემური კორუფციით, ს მოპარვით, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებებით, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობით ივანიშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა ავტორიტარული რეჟიმის დამყარება ჩვენს ქვეყანაში.
27-დღიანმა სახალხო პროტესტმა მოგვიტანა შემდეგი:
არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს არალეგიტიმურ მთავრობას და პარლამენტს;
ჩვენი ქვეყნის მრავალი წლის პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან დაწესდა პერსონალური სანქციები იმ ინდივიდების მიმართ, ვინც არღვევს კონსტიტუციას, ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, ჩაფლულია სისტემურ კორუფციაში, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და კლავს ევროინტეგრაციის პროცესს.
ასეთ ვითარებაში, ცხადია, არ დავესწრებით დღევანდელ სხდომას კორუმპირებულ, მოღალატე და მოძალადე „ოცნების“ უმრავლესობასთან ერთად.
ჩვენ პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სხდომას და დღეს, 19:00 საათზე ყველას გელოდებით დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
ერთად მოვითხოვოთ ახალი არჩევნები და ივანიშვილის მიერ მძევლად აყვანილი, უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება!
ამ ბრძოლას ჩვენ ერთად აუცილებლად მოვიგებთ – ერთად დავაბრუნებთ საქართველოს ნორმალური, ევროპული, დემოკრატიული განვითარების გზაზე!“,- განაცხადა თამარ ხვედელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ