თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 27 იანვარს ელექტრომომარაგება?

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 27 იანვარს ელექტრომომარაგება?
თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, თამარაშვილის და სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, VI კვარტლების და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.