„თაობები საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პრემიერ-მინისტრის, ს წლიური ანგარიში წარმოადგენდა თავის ქებას, დაპირებებს და არასწორ ინფორმაციას. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.
მათივე განცხადებით, პრემიერის განცხადებაში არ იყო ნახსენები ინფლაცია, არცერთი პრობლემატური საკითხი და არ იყო გამოხატული სინანული, რომელიმე დაშვებულ შეცდომაზე.
“ტრადიციულად, წლის ბოლოს პრემიერმა წარადგინა ანგარიში. რას ნიშნავს ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის მეთაურის წლიური ანგარიში? – პრემიერი თავის ამომრჩეველს დაწვრილებით მოახსენებს თვეების მიხედვით რა გააკეთა მისმა გუნდმა ხალხის, ქვეყნის სამსახურში. სკურპულიოზურად , ზუსტი ციფრებით მოახსენებს, თუ რას გეგმავს მომავალ წელს. სრულად აცნობიერებს პასუხისმგებლობას პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობის და აგრეთვე სხვა სახელისუფლებო შტოების წინაშე.
რას წარმოადგენდა ღარიბაშვილის გამოსვლა? თავის ქებას, დაპირებებს, არასწორ ინფორმაციას. ერთი წლის ანგარიშში მითვლილი იყო, თითქმის, ყველა მიმართულებაში მათი ხელისფლებაში ყოფნის მანძილზე არსებული დინამიკა. არ იყო გათვალისწინებული ინფლაცია, არ იყო ნახსენები არცერთი პრობლემატური საკითხი, არ იყო გამოხატული არცერთი სინანული რომელიმე დაშვებულ შეცდომაზე. პრემიერს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს, არც ერთ მიტინგთან დაკავშირებით, არცერთი სიტყვა იქ შეკრებილი საზოგადოების, ახალგაზრდობის მიმართ მათ რიტორიკაზე, არცერთი სიტყვა თუ როგორ “ითრევდა” ევროკავშირი ომში, როგორი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ საქართველოს პარტნიორებს და მეგობრებს, ევროპულ პერსპექტივას! და ახლა რას ვხედავთ? თურმე, ევროკავშირმა ომში კი არა ევროკავშირში „შეათრია“….და ესეც „ოცნების“ დამსახურებად გაიფორმეს.
ისევ იყო მუდმივად დატოლება და დაძრახვა იმ ხელისუფლების რომელიც 11 წლის წინ ჩაანაცვლეს!!! ისევ წარსულის ხსენება, ისევ სხვისი ლანძღვა და ისევ მოსახლეობით მანიპულირება. ეს არ არის , არც ევროპულობა, არც დემოკრატიულობა და, არც ქვეყნის მომავალი“, – ნათქვამია „თაობები საქართველოსთვის“ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს