თამრიკო ჭოხონელიძის საამაყო განცხადება

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ  საჯაროდ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ მოქალაქე უნდა იყო და მერე მომღერალი:“ვის რა ჯანდაბად უნდა ჩემი სიმღერა, თუ მე მოქალაქე არა ვარ. აი, ვის რად უნდა? ჩემთვის მაგალითად, ის მომღერლებიც და საერთოდ ის ხელოვანები, რომლებიც ახლა ჩირგვებში სხედან და ხმას არ იღებენ უსამართლობის წინააღმდეგ და უბრალოდ არ აღნიშნავენ მაინც იმას, რომ შვილის ტოლები ციხეში არიან უსამართლოდ ამდენი ხანია, ვერავინ უმტკიცებს მათ ბრალეულობას და მაინც ციხეში ჰყავთ. აი, ამაზე ხმას რომ არ იღებ და ჩირგვებში ზიხარ და ელოდები როდის მოვა შენი დრო… არავის უნდა ჩემი სიმღერა, თუ მე მოქალაქე არ ვიქნები და თუ მე პოზიცია არ მექნება. პოლიტიკა და პოზიცია სხვადასხვა რამეა და ეს ვერ გაიგეს.”