თამო კეშელავა: ტრამპი იმ ჯგუფს შლის, რომელიც რუსი ბიზნესმენების სანქცირებაზე მუშაობდაო, უხარიათ ქოცებს. კი, დაშლის, იმიტომ რომ …

“ტრამპი იმ ჯგუფს შლის, რომელიც რუსი ბიზნესმენების სანქცირებაზე მუშაობდაო, უხარიათ ქოცებს.
კი, დაშლის, იმიტომ რომ 35–ჯერ თქვა უკვე, რომ სანქციები უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი.
შესაბამისად, მოიყვანს მაგ ჯგუფში რადიკალებს, ისეთს, როგორიც უილსონია.
აბა, ახლა პუტინს რომ მაგას არ გაუტარებს, ეგ ბიძინას რეჟიმის განქიაქებითაც ხომ ჩანს, ჩინეთის გავლენების მოთოკვის დაანონსებითაც და ირანზე ს მიშვებითაც?
შემთხვევითი გგონიათ მ Mirage 2000-ის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია გუშინ რომ მიიღო და მართლა გგონიათ, რომ ასე იყო გეგმით გაწერილი და ტრამპმა ვერ შეაჩერა?
ტრამპის რადიკალიზმი რომ მოგწონდათ, ქოცებო და მე დღესაც, რადიკალიზმის გამო რომ ვიწუნებ ტრამპს, ე, მისი ეგ თვისება იქნება შილაფლავი,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.
შეგახსენებთ, რომ -ის იუსტიციის დეპარტამენტი აუქმებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც ს მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩამოყალიბდა და ჩართული იყო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებასა და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევაში.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის გენერალური პროკურორის პემ ბონდის მემორანდუმში ნათქვამია, რომ Task Force KleptoCapture-ის მუშაობა აღარ გაგრძელდება, რაც იმ გეგმის ნაწილია, რომელიც დაფინანსების ნარკოკარტელებისა და საერთაშორისო ბანდების წინააღმდეგ საბრძოლველად გადამისამართებას ითვალისწინებს.

„ეს პოლიტიკა მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებას აზროვნებასა და მიდგომაში“, – წერს ბონდი დირექტივაში და დასძენს, რომ რესურსები, რომელიც ახლა სანქციების აღსრულებასა და ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევაზეა მიმართული, კარტელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ გადამისამართდება.